საქართველოს სტისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის 19 აგვისტოს სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტითაა გაიზრდილი და 22.1 პროცენტს შეადგინს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 22 პროცენტი უმუშევარია, დანარჩენ 78%-ში კი, მონაცემები ასე ნაწილდება: 31.5% თვითდასაქმებული, 68.5% დაქირავებული. უმუშევრობის დონე 5%-ით გაზრდილია კაცებში, ქალებში 2,1%-ით. ამ სტატისტიკაში ახალგაზრდებიც შედიან. EDU.ARIS.GE გაგაცნობთ ახალგაზრდების დასაქმების სტატისტიკასა და მიმართულებებს, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა, მაშასადამე კონკურენციაა.
საქსტატის მონაცემებით, 2020-2021 წლებში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, პროფესული სასწავლებლის სტუდენტი კი 1 877.
2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები იყო: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ბიზნესის მართვა და სამართალი, ჯამში, ეს მიმართულებები 15 725 აბიტურიენტმა აირჩია.
ბიზნესი და ბიზნესის მართვა-6 927
სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები-4 095
სამართალი-4 088
ასევე, მაღალი მოთხოვნით გამოირჩეოდა ჰუმანიტარული მეცნიერებებიც, სადაც 2 337 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ყველაზე დაბალი მოთხოვნა განათლებისა და პედაგოგიურ მიმართულებში იყო, რომელის ჯამში 700-მა აპლიკანტმა აირჩია და მათგან მხოლოდ 48 იყო კაცი.
უმუშევართა ასაკობრივი მაჩვენებელი 2020 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
15-19 წლამდე 43,2 % ;
20-24 წლამდე 48 % ;
25-29 წლამდე 32 %.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მაღალი რაოდენობით შემდეგი სფეროს წარმომადგენლები ლიდერობს: მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულები; სოფლის, სატყეო და თევზის მეორნეობაში მომუშვე კვალიფიციური მუშკები და სპეციალისტ პროფესიონალები (ხელობით მომუშავეები) სამი მოთხოვნადი მიმართულებიდან საკუთარ სფეროში მხოლოდ ბიზნესისა და ბიზნესის მართვის სტუდენტთა დიდი რაოდენობა საქმდება, დანარჩენები კი უმცირესთა რიცხვში შედიან, რადგან რიგი მიზეზების გამო, ან სხვა სფეროებში უწევთ დასაქმება, ან დაუსაქმებლები არიან.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია 2021 წლის აბიტურიენტთა ჩარიცხვებს შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა, უცნობია კვლავ ლიდერობენ თუ არა წინა წლის პრიორიტეტული დარგები. დასაქმებულთა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებებზე არამხოლოდ მისაღებ გამოცდებზეა მაღალი კონკურენცია, არამედ შრომით ბაზარზეც, მით უფრო ახლა, როცა უმუშევართა სტატისტიკა 3.8 პროცენტით გაიზარდა.