ახალციხეში, სამდღიანი შუალედით, კორონავირუსით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ორივე მათგანს კორონავირუსი ჰქონდა, გარკვეული დროის მანძილზე ისინი, ახალციხეში კლინიკა „იმედში“ მკურნალობდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, ცოლი 25 აგვისტოს, ხოლო მეუღლე დღეს, 28 აგვისტოს გარდაიცვალა.