ახალი სასწავლო წლისთვის არამხოლოდ ბავშვები, არამედ მშობლებიც აქტიურად ემზადებიან. მათ შვილებს საჭირო სასკოლო ნივთები უნდა შეუძინონ.
Etaloni.ge შეეცადა გაერკვია თუ დაახლოებით რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასკოლო ნივთების შეძენა. ამის გასაგებად ექსპერიმენტი ჩავატარეთ. არაქსელური საკანცელარიო მაღაზიის გვერდზე ჩვენთვის საჭირო ნივთები და მათი ფასები ვნახეთ.
თავდაპირველად გიზიარებთ იმ ნივთების არასრულ ჩამონათვალს, რაც სკოლაშია საჭირო:
- რვეული;
- ჩანთა;
- კალამი;
- ფანქარი;
- საშლელი;
- სათლელი;
- პენალი;
- სახატავი;
- ფლომასტერი;
- წებო;
- მაკრატელი;
- წიგნის გამოსაკრავი;
- კორექტორი;
- ფარგალი;
- ბლოკნოტი;
- პლასტელინი;
- სახაზავი;
- უბრალო ფანქარი.
ეს იმ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალია, რაც სკოლაში წამსვლელ ნებისმიერ ბავშვს სჭირდება. ჩვენ დავთვალეთ თუ მინიმუმ რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ნივთებიდან მოსწავლეებს თითო მაინც უყიდოთ. ექსპერიმენტისათვის აღებულია ნივთები, რომლებიც შედარებით დაბალფასიანია.
იმისათვის, რომ ამ ნივთებიდან უიაფესი და სულ მცირე თითო მაინც იყიდოთ, საჭიროა 109 ლარი და 36 თეთრი. ამ შემთხვევაში, რვეულების და კალმების რაოდენობაც თითოა. თუმცა ამ ნივთებიდან ზოგიერთი თითო სულაც არაა საკმარისი. მაგალითად, მოსწავლეს მხოლოდ ერთი რვეული და წიგნის გამოსაკრავი ვერ ეყოფა. ამიტომაც ამჯერად ისეთ ნივთებს, როგორიცაა რვეულები, სახატავები, კალმები, წიგნის გამოსაკრავები და სხვა, ოპტიმალური რაოდენობა დავამატეთ.
ამ შემთხვეევაში თანხის რაოდენობა 138 ლარი და 61 თეთრი გამოგვივიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ არჩეული ნივთების ფასი სხვებთან შედარებით დაბალია.