მშვიდობაურში (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში-ბახვის თემი), “ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის შეხვედრა ადგილობრივებთან თითქმის ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
როგორც “გურიის მოამბეს” მშვიდობაურიდან აცნობეს, ამის მიზეზი მერობის კანდიდატი-ავთანდილ თალაკვაძე გახდა:
“ვიდექით რამდენიმე ადამიანი და ველოდებოდით, ბოლოს ვიკითხეთ რატომ აგვიანებს თქვა, ეროდი გორდელაძე იყო შეხვედრის ორგანიზატორი და მას ვკითხეთ, გადარეკა ეროდიმ და უცებ ცოტა მოშორებით გავიდა და სატელეფობო საუბარში”აპოტიკებდა” ხელებს იქეთ აქეთ, არც ვიცოდით ვის ურეკავდა, მერე გაირკვა რომ თალაკვაძეს გზა არევია და მშვიდობაურის ნაცვლად, წასულა ფამფალეთში. სასწრაფოდ ეროდიმ აფრინა კაცი, მთისპირში რომ არ გადასულიყო და გამოვიყვანეთ ფამფალეთიდან მშვიდობაურში” – გვიყვება შეხვედრის ერთ ერთი მონაწილე.
იგივე წყაროს თქმით, “ამ ამბის გაგებისას ადგილობრივებს ამოუხვნეშიათ “დევიღუპეთ, მაი როის გეიკლოვს გზას ოზურგეთში”-ო.
ფოტო ნაწილობრივ კავშირშია ინფორმაციასთან.