თბილისში წერეთლის გამზირზე სამი არასრულწლოვანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. უთანხმოების მიზეზი კი მოზარდებს შორის მუსიკალური გემოვნება გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.