ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანს

ლანჩხუთელი მასწავლებელი, პედაგოთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა ტვ-ფორმულაზე გადაცემის „მე-17 სართული“ თანაწამყვანი გახდა.

„არ წარმომედგინა, რომ ტელევიზიაში ვიმუშავებდი და გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი. როცა დრო მქონდა, სულ ვუყურებდი „მე-17 სართულს“ და იმდენად მომწონდა და მინდოდა, მეგობრებსაც ენახა, ხშირად ლინკებს ვაზიარებდი.

და აი, ამ გადაცემის თანაწამყვანი ვარ. ცოტათი მეშინია, მაგრამ აქ ისეთი მაგარი გუნდი დამხვდა, რომ დარწმუნებული ვარ, არ გამიჭირდება“ _ ამბობს ლადო აფხაზავა.

guriatoday.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share