„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე,ჩვენ უკვე პაციენტების მიღება აღარ შეგვიძლია უადგილობის გამო”-ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციის მთავარი ექიმი ლევან გოგუაძე

„დაგვიანდა ყველაფერი, დაგვიანდა ვაქცინაცია. აქ მთავრობის დანაშაული იკვეთება,“ – განაცხადა  „ტვ პირველთან“  დღეს, 19 აგვისტოს,  ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციის მთავარმა ექიმმა, ლევან გოგუაძემ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას.

რეანიმაციის მთავარი ექიმი, ლევან  გოგუაძე -” ზოგადი მდგომარეობა საქართველოში არის უკიდურესად მძიმე,  არის კატასტროფული. აქაც  ხო ხედავთ გადავსებულია უკვე, ჩვენ პაციენტების მიღება აღარ შეგვიძლია უადგილობის გამო. დაგვიანდა ყველაფერი, დაგვიანდა ვაქცინაცია.

აქ პირდაპირი დანაშაული იკვეთება მთავრობის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ:  ზოგადად დააგვიანა ვაქცინაცია, ზოგადად არ ჩაატარა შესაბამისი  ახსნა-განმარტებები მოსახლეობაში. მოსახლეობა დაბნეულია”,-საუბრობს  გოგუაძე.

ამ პრობლემას  გამოეხმაურა

ოზურგეთის „ავერსის“  კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე – “გადატვირთულია იმიტომ, რომ რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, მოსახლეობა არ იცავს რეგულაციებს, არ დადის პირბადით, არ იცავს დისტანციას და თუ ასე გაგრძელდა, უფრო დიდი კატასტროფის წინაშე დავდგებით. ასე თუ გაგრძელდა ყველა ქალაქში 500-500  საწოლზე რომ ავაშენოთ ახალი კლინიკები ამ შემთხვევებს ვერ ეყოფა. ადამიანების შესაძლებლობების  ზღვარი სადღაც  გადის, მათ შორის მედიკოსებისაც”,-განაცხადა  მდინარაძემ.

ასევე, ოზურგეთში  გაუარესებულ  ეპიდვითარებაზე ისაუბრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ – “გაუარესებულია მდგომარეობა. აქაც დადებითობის მაჩვენებელი ფაქტიურად  მომატებულია, სადღაც უკვე 6-7 %-ის ფარგლებში. მიკროავტობუსებში არის ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი, სადაც  იქ რეკომენდაციების დაცვა  შეუძლებელია.

კონტროლი უნდა მოხდეს მიკროავტობუსების მძღოლების მიერ, თვითონ მოსახლეობის მიერ”,-თქვა  მჟავიამ “ტვ პირველთან”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share