“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნიკა მელიას ოფისის დაწვა ძალიან საგანგაშო სიგნალია.
“არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ახალი ამბით, რომელიც ეხება ნიკა მელიას ოფისის დაწვას. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს, მაგრამ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ამბის გამოძიება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.