COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 95%-ით ეფექტურია – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინა ამერიკულ კომპანიას, Moderna-ს ეკუთხვნის.
მსგავსი შედეგი აქვს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-საც, რაც ზრდის იმის სანდოობას, რომ ვაქცინა მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანია უაღრესად ინოვაციური და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობდნენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტური იყო.