“მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შეიძლება სხვა ტიპი ვჩანდე, ჩემში ბავშვობა ახლაც ძალიან დიდი დოზით არის” -ნიკა მელია

“როდის დამთავრდა შენი ბავშვობა” – ლელა წურწუმიას ამ შეკითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” შემდეგნაირად უპასუხა:

“ერთხელ მართლაც ვიდარდე, იმიტომ არა, რომ ხშირად ვხუმრობ საკუთარ თავზე, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდებოდა, როდესაც დამჭირდა და ოჯახში სერიოზულად იდგა საკითხი – როგორ გვეშველა ჩემი გარეგნობისთვის… მოზარდობის პერიოდში შევამჩნიე, რომ თმის ცვენა დამეწყო, ამის გამო ძალიან ვინერვიულე და განვიცადე… 

მეორე მგონია, რომ ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როდესაც ღრმად ფიქრი დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შეიძლება სხვა ტიპი ვჩანდე, ჩემში ბავშვობა ახლაც ძალიან დიდი დოზით არის” – ამბობს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share