კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა _ “სასწრაფოს მანქანაში დაიღუპა”

დღეს, კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია, ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდი მძიმე მდგომარეობაში ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მიიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც გვითხრეს, რეფერალით გადაყვნის დროს, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის გზაში, კოპიტნარში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას: “, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს სამინისტრო როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,” _ განაცხადა გაბუნიამ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share