ამერიკელი გენერალი, აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი “მთავარ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
გენერალი ამბობს, რომ მაშინ, როცა საზოგადოებას არჩევნების სამართლიანობაზე კითხვები აქვს და ეჭვი ეპარება მისი შედეგების სამართლიანობაში, უფლება აქვს გააპროტესტოს, ხელისუფლება კი პასუხისმგებელია დაამტკიცოს, რომ პროცესი სამართლიანი იყო:
ხალხის უფლებაა გააპროტესტოს. ხალხი მოთხოვს მთავრობას, რომ ჩაატაროს ღია და სამართლიანი არჩევნები და თუკი საზოგადოებას არ სჯერა რომ იყო სამართლიანი არჩევნები, უნდა გააპროტესტოს.
პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომ დაამტკიცოს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხალხი ენდობოდეს თავის მთავრობას – ამბობს გენერალი.
ბენ ჰოჯესის თქმით, თუ საზოგადოებას მთავრობას არ ენდობა, ეს ქმნის კორუფციის საფრთხეს და ზრდის კრემლის გავლენებს:
ვერ გექნებათ წარმატებული, ეფექტური და ლეგალური დემოკრატია, თუკი საზოგადოება არ გენდობათ, თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ძალაუფლება უფრო მეტად ტოვებს კორუფციის შანსებს და უფრო მეტად ექცევა კრემლის გავლენის ქვეშ ” ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი.
“დღის სტუმართან” ინტერვიუში გენერალმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტზე, ასევე ანაკლიის პორტის ჩავარდნილ პროექტზე ისაუბრა.