“გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას, ძიმითი-ნაგომარი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების” კანდიდატის, ტიტე მგელაძის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, განცახდებით მიმართა.
მღავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერის, დავით მჯავანაძის განცხადებით, ისინი დღეს პროკურატურასაც მიმართავენ განცხადებით, რატა დაიწყოს გამოძიება სოფელ ძიმითში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:
“გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებს, ხვდებიან რა, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მიდიან არჩევნების მასიურ გაყალბებაზე, წინასაარჩევნო პროცესში ადგილი აქვს ამომრჩევლების მოქრთამვასა და მოსყიდვასა, რის გამოც ვითხოვთ ტიტე მგელაძის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნას, ხოლო ვინაიდან სახეზე გვაქვს არამარტო საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, პარალელურად განცხადებით, შემდგომი რეაგირებისათვის, მივმართავთ პროკურატურას”-გვითხრა დავით მჟავანაძემ.
ცნობისათვის:გუშუნ სოფელ ძიმითში, “ქართულმა ოცნებამ” მე-4 ბრიგადაში აიტანა და მოსახლეობას გადასცა წყლის ავზები, რომელიც წყლით 70-მდე ოჯახს უზრუნველყოფს. მომხდარი კი საკუტარ თავზე მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ აიღო:
“მე ვიყიდე 7 200 ლარად ეს ავზები და მე ვამონტაჟებ წყალს, 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ვაპირებ ამას, ეს ჩემი დანაზოგი სახსრებით გავაკეთე, ვერანაირ კანონდარღვევას ამაში ვერ ვხედავ, ჩემი ვალდებულებაა ვემსახურო ხალხს და რაც შემიძლია ის გავუკეთო, მერე რა რომ არჩევნებია” აცხადებს ტიტე მგელაძე.
დადასტურებული ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ოზურგეთში
ქართული ოცნრბის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი ძიმითი, ასკანისა და ნაგომრის საარჩევნო ოლქში, ტიტე მგელაძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საკუთარი ფულით, წყლის ცისტერნები იყიდა და სოფელში, ერთ_ერთ უბანს საჩუქრად გადასცა.
კანდიდატი ამბობს, რომ ამაში არაფერია გასაკვირი და აკონკრეტებს, რომ ასე ხალხის საკეთილდღეოდ მოიქცა.
ის, რაშიც პრობლემას ვერ ხედავს ოცნების კანდიდატი, დანაშაულია ოპოზიციისთვის.
ოზურგეთში, მერობის კანდიდატები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების მოგებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის გამო კანდიდატი რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნან და ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
შესაბამისი საჩივრით ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიმართა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას