კრიმინალური ავტორიტეტი ოპოზიციის მხარდამჭერებს გურიის პოლიციის უფროსის სახელით ატერორებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები, კრიმინალური ავტორიტეტი, გია ძნელაძე, ოპოზიციის მხარდამჭერებს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ხარაბაძის სახელით ემუქრება.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, სოფელ დვაბზუდან აცნობეს.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დვაბზუს ნასაკირალშია, სადაც ამ დღეებში, გვიან ამით, ზემოხსენებული ძნელაძე, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ავიდა და იქ მაცხოვრებელი ეკომიგრანტებისაგან “ქართული ოცნების” მხარდაჭერა მოითხოვა, ვინაიდან ზემოაჭარიდან ჩამოსახლებულებში ე.წ. “ქუჩური მიდგომით” ვერაფერს გახდა, შემდგომ, იმ ადამიანებს, ვინც აპირებს არჩევნებში ოპოზიციის მხარდაჭერას, გურიის პოლიციის უფროსის, ლევან ხარაბაძის სახელით – დაპატიმრებით დაემუქრა.

“გურიის მოამბემ” მუქარის ადრესატების ვიდეოკომენტარების მოპოვება სცადა, თუმცა ყველა მათგანმა, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, იდენტიფიცირებისაგან თავი შსეიკავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share