პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გამორიცხულია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით “ლაქა დაიდოს ცხოვრების შემდგომ მანძილზე”.
ამის შესახებ ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის განცხადება დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
“შეიძლება თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ რაღაც სუბიექტივიზმი დაუშვა, ჯერ ერთი არ დაუშვა. ქართულმა სასამართლომ ზუსტი განაჩენი გამოიტანა. ეს არ არის პიჯაკების საქმე ყველამ იცის, რომ სერიოზულ თანხაზეა საუბარი. ვალერი გელაშვილი დალეწილი და მოკლულია ფაქტობრივად. იგივე გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული. კიდევ რამდენიმე საქმეა. არსებობს საერთაშორისო სასამართლო, არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი გულუბრყვილო, რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს”.- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.