NCDC-ის ხემძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პირბადის გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია დღიური აცრების რაოდენობის ზრდა, რაც კუმულაციურ იმუნიტეტს შექმნის და ქვეყანა მეხუთე ტალღას მშვიდად გადაიტანს.
“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იყოს.
განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.