ცნობილი კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აანალიზებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“დაიმსხვრა თეორია, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას ერთიერთზე არავითარი შანსი არ ქონდა ოცნებასთან. ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, მაგრამ თვითმმართველი ქალაქების შედეგებმა აჩვენა, რომ ახლა სხვა ვითარებაა. ამან უნდა დაგვაფიქროს, რადგან მგონია გარდამტეხი მომენტი დადგა.
ახლა ფაქტები:
იცით, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში ოპოზიციის ნაწილმა მაჟორიტარები შეთანხმებულად წარადგინა. ამ ქალაქებში საერთო ჯამში მაჟორიტარული მანდატი თამაშდებოდა. აქედან ნაციონალურმა მოძრაობას მხოლოდ 14 (37%) მათგანში ერგო საერთო კანდიდატის წარდგენის უფლება (და არცერთი თბილისში), დანარჩენი 24 შესაძლებლობა სხვა პარტიებზე გადანაწილდა.
საბოლოოდ იცი რა მოხდა? ოპოზიციის ყველა სხვა საერთო კანდიდატმა პირველივე ტურში დათმო ბრძოლა. 38-დან მხოლოდ 2 ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც მმართველ პარტიასთან საასპარეზოდ ოპოზიციიდან გახარია და ლელო გავლენ.
რაც შეეხება UNM-ს, მან 14-დან 9 ოლქში პირველივე ტურში დაამარცხა ოცნება, ეს 64%-ია. ამავდროულად მას არცერთი ოლქი არ წაუგია რუსთავსა და ბათუმში, 3-დან 1 მოიგო ფოთში (სადაც 31% მხარდაჭერა ქონდა პარტიას) და 5-დან 2 ქუთაისში.
რას გვეუბნება ეს მონაცემები? გავრცელებული აზრის თანახმად ნაციონალურ მოძრაობა ერთიერთზე ოცნებას ვერ დაამარცხებდა. რატომ? ითვლება, რომ მას არ შეუძლია სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მოზიდვა მეორე ტურში. ისინი ორპარტიულ არჩევნებში ან ოცნებას მისცემენ ხმას ან საერთოდ არ მივლენ არჩევნებზე. ამის საპირისპიროდ UNM-ის ამომრჩეველი ნაკლებად ჯიუტი ეგონათ, რომელიც ერთი მხრივ მარტივად დაყვებოდა საკუთარი პარტიის მითითებას სხვა ოპოზიციური კანდიდატისთვის მიეცა ხმა, მეორე მხრივ კი ყველას დაუჭერდა მხარს ოცნებასთან დაპირისპირებაში. არცერთი ეს არგუმენტი არ გამართლდა. შედეგად შეთანხმებული კანდიდატები მეორე ტურში საერთოდ ვერ გადავიდნენ.
ეს ანალიზი მონაცემი ვერაფერს გვეუბნება იმაზე რა მოხდებოდა მეორე ტურში, მაგრამ პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს საკმარისად არ დაუჭირა.
საინტერესოა რა მოხდებოდა ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში ბლოკით რომ გასულიყო, ან ნაციონალურ მოძრაობას დამოუკიდებლად ეყარა კენჭი?”
წერს მენაბდე.