2020 წლის 18 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე 36 მოსამართლე განწესდა.
მათ შორისაა ია ბარამიძე, რომელიც ოზურგეთის რაონული სასამართლოს მოსამართლე იქნება.
ამ დროისათვის ოზურგეთის სასამართლოში ორი მოსამართლე მარინა კიკნაძე და ციცინო როხვაძე მოღვაწეობენ, ია ბარამიძე მესამე მოსამართლე იქნება