ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა – რა არის თალასემია, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს აქვს?

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მის, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

“მი­შას აქვს სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა, თა­ლა­სე­მია. მე არას­დროს მით­ქვამს ეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და დღეს მომ­ცა ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა. ამ სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბის დროს არ შე­იძ­ლე­ბა შიმ­ში­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. 2 დღის წინ სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ახლა უფრო რთუ­ლა­დაა საქ­მე. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ უფრო მძი­მედ და­დის, უჭირს ლა­პა­რა­კი და ასე შემ­დეგ”, – გა­ნა­ცხა­და მან.

ყიფ­ში­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი თაფ­ლი­სა და წვე­ნის მი­ღე­ბა­ზეც უარს ამ­ბობს და მხო­ლოდ წყალს სვამს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­დეს სა­ჭი­რო.

ექი­მის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს ​სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხურ­ში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

“სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებს და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არის ნორ­მა­ში. კერ­ძოდ: წნე­ვა – 120/90; პულ­სი – 90; სა­ტუ­რა­ცია – 97. გლუ­კო­ზა – 101mg/dl.

რო­გორც მო­შიმ­ში­ლე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share