მარიხუანა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში – ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში მარიხუანაა დარგული. ფაქტი “მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა.

სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა სკოლის ეზოში მარიხუანა, ასევე უცნობია, იფორმირებულები არიან თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავები.

ფოტო: მთავარი არხი.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: