ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან. როგორც მან განმარტა, შესაძლოა, ვინმემ ინდივიდუალურად მისვლა გადაწყვიტოს.
“ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და არამარტო იგი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგანა”, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ნაციონალურმა მოძრაობამ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.