მწერალი ლაშა ბუღაძე ტვ “ფორმულასთან” მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებასა და იმ პარადიგმაზე საუბრობს, რაც დღევანდელ რეალობას ცვლის. მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მისი ხელქვეითებისგან განსხვავებით, მორალურად ვერ გატეხს: “სააკაშვილი შიმშილობს იმისთვის, რომ ეს არის მისთვის მორალური ფაქტორი. ანუ ივანიშვილის დამოკიდებულების გენეზისს თუ გავიხსენებთ პოლიტიკოსების მიმართ, მათ შორის იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მის ფრთებ ქვეშ არიან გამოსულები, ეს არის ის, რომ ადამიანი გამოწურო. მორალურად გამოშიგნავს ივანიშვილი ადამიანს და ამის მაგალითი ბევრი გვაქვს, გნებავთ კვირიკაშვილი აიღეთ, ან კობახიძე, წულუკიანი და მთელი ეს კოჰორტა, ესენი ხომ სრულად გამოშიგნულები არიან მორალური, ავტორიტეტული ნარატივისგან და დაცლილები არიან. ჩენჩოსავით გამოშიგნავს და გადმოაგდებს ხო? ანუ, ივანიშვილის მთავარი პარადიგმა არის რომ მორალურად დააკნინოს ფსიქოტიპი, პოლიტიკოსი რომელსაც აქვს პოტენცია პოპულარობის და მით უფრო ძალაუფლებისა. სააკაშვილი ახლა ცვლის ახლა ამ მოდელს და ამბობს, რომ მე მორალურად ვერ გამტეხ, ჩენჩოსაცით მე ვერ მომისვრი, მე შევაკვდები ამ ამბავს. იმედია, ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ნარატივი ასეთია. ფიზიკურ განადგურებაზე მიდის ადამიანი იმ რწმენით, რომ ივანიშვილი მას მორალურად ვერ გატეხს”-განაცხადა ბუღაძემ.