“სინამდვილეში გაყალბებული არჩევნების ცესკოსმიერი შედეგების ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ პარტიისთვის პარლამენტის ტრიბუნის ქონა და არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება პირდაპირ კორელაციაში არ არის – რამდენიმე უტრიბუნო პარტიამ თითქმის იგივე შედეგი დადო რაც ტრიბუნიანებმა.
და რომ დავფიქრდეთ, ეს ბუნებრივია, და აი რატომ:
პარლამენტში როცა ერთი კაცის მორჩილი უმრავლესობა კნოპკებზე დამჭერადაა დასაქმებული და არავითარი პოლიტიკური დისკუსია არ მიმდინარეობს – ოპოზიციის ყოფნას თითქმის აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს – პოლიტიკური პროცესი კი ვერაფრით მოკვდება, გაქრება ან გაჩერდება – პოლიტიკური პროცესის დინამიკას განაპირობებს ადამიანების მუდმივი სურვილი უკეთესი ცხოვრებისა – ეს არ არის პროცესი, რომელსაც ინსტიტუციონალიზმი სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ჭირდება – ინსტიტუციებია ის კალაპოტები, რომლებშიც პოლიტიკური კლასი ადამიანების ამ სურვილებს აქცევს, რომ მიიღოს ეფექტური მართვის შესაძლებლობა – და როცა ინსტიტუციებში პოლიტიკური პროცესის ფალსიფიკაცია ხდება, ნამდვილი პოლიტიკა ინაცვლებს სხვაგან – ქუჩებში, მედიაში – უკონტროლო ან ძნელად გასაკონტროლებელ სივრცეებში – ამით აიხსნება ეს ამბავი, პარლამენტის ტრიბუნის ქონასა და არჩევნებში მიღწეული შედეგების არაპირდაპირ კორელაციაზე: დაკვირვებული თვალი კი ამ სტატუსში იმასაც ამოიკითხავდა, რომ დღეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იქ პოლიტიკურ პროცესს მაინც ვერ გააცოცხლებს – სხვაგან კი ყველგან მოკლავს – და მთავარი კიდევ ისაა, რომ ამ ვითარებაში, როცა არჩევნებს გიყალბებენ, ეგეთი პარლამენტის ბოიკოტი არის ზუსტადაც რომ ნამდვილი, წრფელი, პატრიოტული და სიღრმისეული – სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა!”
“როცა არჩევნებს გიყალბებენ, ეგეთი პარლამენტის ბოიკოტი არის, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა!”
წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.