“ჩვენმა საელჩომო აღნიშნა პრობლემები არჩევნების ჩატარებისასო, მაგრამ იმედი გვაქვსო, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრებაო.”- წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ინტერვიუს შესახებ.
“მოკლედ, ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა: ამერიკას საქართველო ძალიან სჭირდება მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამ რეგიონშიო, ოღონდო – დემოკრატიული საქართველოო და რაც მიქარეთ ახლახან ჩატარებულ არჩევნებში, მოახლოებულში – გამოასწორეთო! – ეს ჩემი პერიფრაზით. ცოტა უფრო ვრცლად, აგერაა ამონარიდები მისი პრესკონფერენციიდან, ტექსტთან მაქსიმალურად ახლოს.
ძალზედ საინტერესო მესიჯები ამერიკის თავდაცვის მდივნისგან: ჯერ ერთი, ამერიკა იწყებს ახალ პროგრამას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით; თუმცა შესავალ სიტყვაშიც ხაზს უსვამს: საქართველომ უნდაო, ვალდებულიაო გამოიყენოს ამერიკის მხარდაჭერაო დემოკრატიის განსამტკიცებლადო; მერე „იმედის“ კითხვაზე – ჩატარებული რეფორმები რამდენად უწყობს ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებასო, მინისტრი კვლვა უბრუნდება დემოკრატიის თემას და ამბობს: ჩვენმა საელჩომო აღნიშნა პრობლემები არჩევნების ჩატარებისასო, მაგრამ იმედი გვაქვსო, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრებაო.
ავღანეთიდან ჩვენი გასვლაო ამერიკა-საქართველოს სამხედრო ურთიერთობებზე არ აისახებაო, რადგან ეს რეგიონი კრიტიკულია ჩვენთვისო და უსაფრთხოების სფეროში კოოპერაციის სხვადასხვა შესაძლებლობებს ვხედავთო.
აქ აღარ მოვიყვან 3+3-თან დაკავშირებულ შეფასებას, რაზეც დღეს ყველა საუბრობდა.
საინტერესო იყო რომ საქართველოში ვიზიტისას ფოქს-ნიუსის და ამერიკის თავდაცვის მდივნის კითხვა-პასუხი, ჩინეთის სუპერთანამედროვე იარაღს, ჩინური შეიარაღების განვითარებას და ფართოდ რეგიონში ჩინეთის როლსაც შეეხო. ესეც ირიბად იმის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და დემოკრატიით, რაც ერთადერთია ჯერ კიდევ, რაც რეგიონის ყველა დანარჩენი ქვეყნისგან გამოგვარჩევს.” – წერს ლაგაზიძე.