ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მოწყობილ სამგლოვიარო კუთხესთან ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდნენ.
მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის სამი არასრულწლოვანია. აღნიშნული კორპუსიდან 55 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით გაყვანილია.