რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ჩოხატაური-ბათუმის სამგზავრო მიკროავტობიუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახენ,
ჰოსპიტალიზირებულია მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები.
მიკროავტობუსში შემთხვევის დროს 6 მგზვარი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომებს, ისინი ამ წუთებში კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, მედიკოსების განმარტებით მათ მოტეხილობები აღენიშნებათ თუმცა, მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.