პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ძალიან გავს საომარი მოქმედებების ტაქტიკას, თავისი საინფორმაციო-პროპაგანდისტული, “საარტირელიო” მომზადებით და პოზიციური მანევრირებით.
ვფიქრობ, ამ ტაქტიკის ნაწილია მთელი ყურადღების გადატანა ზუგდიდზე, რათა გადაიფაროს ის გადამწყვეტი პროცესი, რაც თბილისში მიმდინარეობს. განსაკუთრებით ოპოზიციის კონსოლიდაციის პირობებში პოზიტიური დღის წესრიგის წარმოდგენისთვის ხელშეშლა არის ამოცანა.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალაუფლების ბედი თბილისში წყდება…”- წერს ხუხაშვილი.