“ფულს, რომელიც ამომრჩევლის მოსასყიდად შედის ოჯახში ბედნიერება ნამდვილად არ შეაქვს, რადგან ცოდვიანია ეს ფული, რომელიც საკუთარი თავისუფალი არჩევანის, საკუთარი სინდისის და ხშირად საკუთარი ახლობლების გაყიდვას ემსახურება, თუ ადამიანს, ოჯახს არ შეუძლია უარი თქვას ფულზე იმის შიშით, რომ არ აღების შემთხვევაში ავტომატურად მხილებული იქნება მისი პოზიცია, ვფიქრობ აღებული თანხის ე.წ. ,,საჩუქრის” სანაცვლოდ არჩევანი მაინც არ უნდა შეცვალოს.
* შიში, რომელიც უსამართლოდ იმონებს ადამიანთა სულებს და ართმევს მათ თავისუფალი, საჯარო გამოხატვის საშუალებას, თუ ისე არ დაამცირებს მათ, რომ ეს თავისუფლება თუნდაც ფარულად მოქმედების შესაძლებლობის დროს ისევ იფეთქებს სინდისიერებისა და სიმართლის ლამპრად, წარმატებულად აქცევს ერს, ქალაქსა თუ სოფელს, რომელშიაც მრავლობს მსგავსი მოქალაქეები, ისევე როგორც წარუმატებლობას იმკის ერი, ქალაქი თუ სოფელი სადაც ვიწრო ეგოისტური ინტერესებით შეპყრობილ მოქალაქეთა, უფრო სწორედ, რომ ვთქვათ შეშინებულ მონათა დაკნინებული სიმრავლე სუფევს.
* რას გვეტყვიან შვილები, რომლებიც დაინახავენ თუ როგორ შეგიცვალა აზრი რამოდენიმე ათეულმა ლარმა ან რას ისწავლიან ამ მაგალითზე ისინი, თუ არა ღალატს, ლაჩრობას, ორპირობასა და სიცრუეს.
* არაფერია იმაზე საამაყო, როდესაც ყველაფრის მიუხედავად საკუთარი მყარი აზრი გაქვს და ამ აზრს შინაგანი ხმაც ეთანხმება, წინააღმრდეგ შემთხვევაში, როდესაც გაივლის წუთიერი სიამოვნება და ვითომ სიხარული, ჩვენში მხოლოდ გამყიდველი მოღალატე გააგრძელებს ცხოვრებას.”- წერს ფეისბუქ მომხმარებელი, მამუკა სირაძე.