ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჟურნალისტებს გაგვაცნო. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამარჯვება რა თქმა უნდა ‘ქრთულმა ოცნებამ” მოიპოვა:
“მოგახსენებთ წინასწარ შედეგებს, არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, რომელმაც 19000 ხმაზე მეტი მიიღო, პროცენტულად ეს არის 55, 85%. რაც შეეხება კონსტანტინე შარაშენიძეს, მან 15000 ხმაზე მეტი ანუ 44,15% მიიღო.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მანდაც რა თქმა უნდა, ”ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს ორ ოლქში, 1 მაჟორიტარულ ოლქში პარტია “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატმა გიორგი სირაძემ , ერთში კი ” ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა რაინდი დუმბაძემ მოიპოვა გამარჯვება”. – აღნიშნა ბერდია ლომიძემ.