მოვალე იყო, სიტუაცია განემუხტა, არ აპატიებს ღმერთი და ისტორია – მამა ზაზა პრეზიდენტზე

“მართალი რომ ვთქვა, დიდი მოლოდინი არ მქონია [რომ შეიწყალებდა], თუმცა ამის უდიდესი შესაძლებლობა გააჩნია პრეზიდენტს და მოვალეც არის, რომ განმუხტოს სიტუაცია, რომელზეც ის ხანძგრძლივად ლაპარაკობდა – პოლარიზაცია, დესტაბილიზაცია, დაძაბულობა… რამდენიმე ფრაზით შეეძლო ეს განემუხტა და მოვალე იყო ქართველი ხალხის წინაშე. სამწუხაროა, რომ ამას ვერ ბედავს, ვერ აკეთებს, ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და ამას არ აპატიებს არც ღმერთი და არც ისტორია. ეს ყოველწამერად იწერება. მსგავსი მანიპულაციები, ვითომ მშვიდობისმყოფელობის ნამდვილად არ არის მისაღები და ჭკუათმყოფელი ამას არ მიიღებს. მე ამის თქმა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მრჩება”

თქვა მამა ზაზა თევზაძემ სალომე ზურაბიშვილზე ფორმულას ეთერში. პრეზიდენტმა გუშინ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share