„აი, არის თუ არა ეს ტერორი და მოსყიდვა? ეს ხომ აქ ხდება? ასე იფორმებენ “არჩევნების მოგებას”.
და აქ ზოგიერთი “ფარული ქოცი” შემომიხტება და “იიი 9 წელი”.
ის 9 წელი რომ მთავრდებოდა, ჩემი უფროსი შვილი 8 წლის იყო, ახლა 18-ის ხდება და არ მინდა ამ ჭაობში იცხოვროს, რომელიც ივანიშვილმა შექმნა.“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე ფორმულა ნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვას ეხება.
მასალებში ინახება ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, ვისაც საგადასახადო დავალიანება აქვს ან ოდესმე ჰქონია. ამ ადამიანებს სოლიდური თანხები, წინასაარჩევნოდ ჩამოაწერეს.
ფიზიკური პირების გარდა, სუს-ის ფაილებში კომპანიებიც მოხვდნენ.