ქირურგი ლევან გოგუაძე “ტვ მთავარისთვის” მიცემული ინტერვიუს გამო, სამსახურიდან დაითხოვეს

ქირურგი ლევან გოგუაძე “ტვ მთავარისთვის” მიცემული ინტერვიუს გამო, სამსახურიდან დაითხოვეს.

ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსაახურის უფროსი ლევან გოგუაძე სამსახურიდან დღეს დაითხოვეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”  ლევან გოგუაძემ თავად აცნობა.

მისი თქმით, ის სამსახურიდან თბილისში გამართულ  მიხეილ სააკაშვილის  მხარდამჭერ  აქციაში მონაწილეობისთვის  დასაჯეს.

“წავედი თბილისში  და აქციაზე  ვითხოვდი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ კლინიკაში გადაყვანას. მიმაჩნია, რომ ამ მოთხოვნის მხარდაჭერა საქართველოს  ყველა მოქალაქის, მითუმეტეს  ექიმის ვალდებულებაა. როცა, ოზურგეთჩი ჩამოვედი დღეს მითხრეს, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ვარ და გადმომცეს ბრძანება, ჩემი განთავისუფლების შესახებ. სადაც მოტივად ექვსი პუნქტია ჩამოთვლილი, მათ შორის ერთ-ერთი არის, ის რომ მე ინტერვიუ მივეცი “მთავარ  არხს.”- ამბობს გოგუაძე.

დავით მდინარაძე მედალფას დირექტორი: – ” ბატონი ლევანი 5 ნოემბერს წავიდა თბილისში. რვაში ის არ გამოცხადდა მორიგეობაზე. რითაც  საფრთხე შეუქმნა უმძიმეს ავადმყოფებს.   გამოცხადდა  დღეს. მიუხედავად იმისა,  რომ ჩვენ მეგობრები  ვართ, ყველაფერს აქვს მისი წესი. მან საქმის კურსში არ ჩაგვაყენა ჩვენ, რომ თბილისში მიდიოდა. სწორედ ეს გახდა  ამის  საფუძველი”.-  დ~მედალფას  დირექტორი.

ლევან გოგუაძე, ოზურგეთის მედალფას კლინიკის  რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიური სამსახურის კოორდინატორი – დღეს გამოვცხადდი სამსახურში. გუშინ საღამოს ჩამოვედი თბილისიდან, პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ვიყავი წასული, რომ პრეზიდენგტი გადაეყვანათ კლინიკაში და ამის გამო, მომიწია მორიგეობის გაცდენა. იქ ჩემი განცხადებაც იყო, რომ მე, როგორც  ექიმი ვალდებული ვიყავი მომეთხოვა, რომ პრეზიდენტი გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. ამ მოთხოვნით ჩამოვედი, რასაც მოჰყვა მორიგეობის ჩავარდნა. წინასწარ ადმინისტრაცია არ ჩამიყენებია საქმის კურსში, მაგრამ ჩემს მოვალეობას ასრულებდა სხვა მედპერსონალი, ასე რომ პრობლემა პაციენტებს ამის გამო არ შექმნია. შეიძლება იყოს  აქ  ხარისხზე  საუბარი, მაგრამ ჩვენ ყველას სერთიფიკატი გვაქვს  და ეს სერთიფიკატი არის თანაბარი. იქ ხარისხის  მიხედვით ვინ როგორ ასრულებს  სამუშაოს  ეს სხვა პრეროგატივაა.

დღეს  გამოვედი სამსახურში,  შევედი საოპერაციოში და მითხრეს, რომ თქვენი ოპერაციზე დაფიქსირება არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ვარ გათავისუფლებული და გავეცანი შესაბამის დოკუმენტს. დოკუმენტში მთელი   ჩამონათვალია  რა დანაშაული ჩავიდინე, რის გამოც მათავისუბლებენ და აქ წერია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 30 დღის განმავლობაში შემიძლია ეს გავასაჩივრო.

ჩემი დანაშაული არის  ის, რომ მივატოვე სამსახური, ანუ წავედი სამსახურიდან დირექციის ნებართვის გარეშე, ეგ არის ძირითადი დანაშაული მე ეგერე  ვფიქრობ.  და ამისთვის მათავისუფლებენ. ძირითადი მოტივი  არის  ის, რომ ეს ხმამაღლა არ უნდა მეთქვა. ეს ჩემი აზრები ხმამაღლა არ უნდა დამეფიქსირებია, რომ მე რისთვის წავედი. მესამე პეზიდენტი, რომ გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში  ეს რომ ვთქვი ხმამაღლა  და მივატოვე სამსახური  და ქვეტექსტი ამის ის არის, რომ პაციენტები დარჩა უყურადღებოდ.

 

დავით მდინარაძე, შპს ოზურგეთის მედალფას კლინიკის დირექტორი –  ლევან გოგუაძე არის ჩემი მეგობარი.  40 წელია  ჩვენ ერთად მოვდივართ და ერთად ვმუშაობთ. ძალიან კარგი ექიმი, წესიერი ადამიანი. ჩვენ ვართ ექიმები, არავართ პოლიტიკოსები. მისი პოლიტიკური მიმართულება  ეს მისი  აზრია  და თავზე არასოდეს არაფერი არ მოუხვევია. მაგრამ არის სამედიცინო დაწესებულება, კლინიკა, რომელსაც  აქვს  თავისი შიდა განაწესი.

ლევან გოგუაძე იყო, რეანიმაცია-ანესთეზეოლოგიური სამსახურის კოორდინატორი, ანუ ხელმძღვანელი და საკმაოდ  დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა  ებარა. 5 ნოემბერს დატოვა მან კლინიკა. წავიდა სავარაუდოდ თბილისის მიმართულებით, მე არ ვიცი სად, 5 ნოემბერი იყო, პარასკევი, 7 იყო შაბათი, 8 ნოემბერს ბრძანებით ლევან გოგუაძე იყო მორიგე რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც მკურნალობას გადის და გადიოდა უმძიმესი პაციენტები. 8 ნოემბერს, ანუ კვირა დღეს ლევან გოგუაძე იყო მორიგე რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ძალიან ბევრი მძიმე პაციენტი გადის და გადიოდა მკურნალობას, მორიგეობაზე არ გამოცხადდა , არავინ საქმის კურსში არ ჩაუყენებია, არავის არ დაურეკა და მორიგეობაზე არ გამოცხადდა. ვრეკავდით ლევან გოგუაძესთან ტელეფონზე, სამწუხაროდ არავინ არ პასუხობდა, იძულებული გავხდით, რომ მისი მორიგეობა ჩაგვენაცვლებია. ორშაბათ  დილით  ეს იყო უკვე 9 ნოემბერი, დამირეკა ლევან გოგუაძემ პირადად მე და მითხრა:  ის შეუერთდა   საპროტესტო მოძრაობას და სამსახურში ის აღარ მოვიდოდა. გავიდა ხუთი დღე  5 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე და  დღეს გამოცხადდა  სამსახურში. ჩვენ ჩვენი შინაგანაწესი  გვაქვს. პაციენტები გვყავს, გადაწყვეტილებაა მიღებული. 40 კოვიდდადასტურებული შემთხვევა გვიწევს და რაღაც გზაზე უნდა დავმდგარიყავით. გამომდინარე იქედან, რომ სამსახურის ხელმძღვანელმა დაუკითხავად მიატოვა და დატოვა კლინიკა, იძულებული გავხდით გვეზრუნა სხვა კადრზე, რომელიც ესე უპასუხისმგებლოდ არ მოიქცეოდა. პაცინეტების მკურნალობას და ჯანმრთელობას დარტყმის ქვეშ არ დააყენებდა. მერე ვნახე მისი სატელევიზიო გამოსვლა, მიუხედავად  იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ამბობს რომ  მივატოვე მძიმე პაციენტები და უარი ვთქვი მის მკურნალობაზეო და მეტი რაღა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ვარ ექიმი. ჩემთვის პირველ რიგში და პირველ ადგილზე დგას პაციენტი და მისი ჯანმრთელობა.

ბრძანებაში წერია 6 პუნქტი  თუ შვიდი არ ვიცი და ერთ-ერთ პუნქტდა მოყვანილია  არის  ესეც,რომ „მთავარი არხისთვის მიხემული ინტერვიუს გამო“.  მე ბრძანება მაქ  და შემიძლია მოგაწოდოთ და წაიკითხოთ.  ეს საკითხი მოყვანილია  ერთ-ერთ  პუნქტად. ეს ბრძანება დაწერილია იურიდიული სამსახურის მიერ.

ადამიანი, რომელიც მორიგეობაზე  არ ცხადდება  და არ მოდის და ადმინისტრაციას საქმის კურსში არ აყენებს, ბუნებრივია ადმინისტრაცია ახდენს რაღაცა რეაგირებას. როცა ადამიანი შეიძლება ავად არის, როცა ადამიანი საავადმყოფო ფურცელზეა, შეიძლება რაღაცა ოჯახური პრობლემები  აქ, ის ადამიანი ურეკავს ადმინისტრაციას და ეუბნება, რომ ამის და ამის გამო, ის დღეს სამსახურში ვერ გამოცხადდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share