„როდესაც ვხედავ, როდესაც მესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ურტყამენ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არ ურტყამენ, არამედ ურტყამენ საქართველოს“, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა „უკრაინა-24“-ის ეთერში განაცხადა.
„დღეს უკრაინაში სასჯელის მოსახდელად ვიქტორ იანუკოვიჩი რომ ჩამოიყვანონ, მე პირველი ვიტყოდი, რომ მას ცივი ნიავი არ მიაკარონ, რადგანაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან სიმბოლოები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან რაღაცა დანაშაული ჩაიდინა, მას უნდა მოექცე შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილის დამცირების მცდელობით შენ ამცირებ საკუთარ ქვეყანას. მე ძალიან მეტკინა, როდესაც გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილს სცემეს, ფეხები ურტყეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფუ, ეს ანტიჰუმანური და ანტიადამიანური საქციელი“, – ამბობს დიმიტრი გორდონი.
გორდონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პირადად პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მის დასაცავად ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.