“”კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს თხოვს დახმარებას”- წერს ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში:
“კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს თხოვს დახმარებას, რომ მათ დაარწმუნონ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში.
ბევრი წლის წინ, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა დსთ–ში გაერთიანება და მე სხვა თანაპარტიელებთან ერთად პროტესტის ნიშნად გადავდექით, ზუსტად იგივე მოხდა. მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით, ვინმე მეუფემ კი არა, გასაგებია ვინც… დამირეკა და მითხრა რომ არ უნდა გადავმდგარიყავი და თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა.
ძვირფასო ოპოზიცია! მიხვდით რა მოგიყევით?!
ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა და მხოლოდ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან ეს ამბავი…
და თუ მიხვდით კარგად, რაც გითხარით, იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ასეთ თხოვნასთან ღმერთი არაფერ შუაშია და საერთოდ, სადაც ასე იქცევიან სასულიერო პირები, იქ ღმერთი არ არის.
დანარჩენი თქვენ იცით.
ძალა ერთობაშია.”