საზარელი ტრაგედია თბილისში, ბელიაშვილის სკვერში – 50 წლამდე სოციალურად დაუცველი ქალი, რომელსაც საცხოვრებელი არ ჰქონდა, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს, იქ , სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი დადის.
გავრცელებული ინფორმაციით უსახლკარო სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ მის ვინაობას დაადგენენ და გაარკვევდნენ, სად უნდა გადაესვენებინათ.