ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით არაა იმის ზუსტი კალკულაცია, თუ რა დაჯდება ვაქცინა. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება:
„ზოგადად, ვაქცინაცია ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის ბაზა, აქედან გამომდინარე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება“,- განაცხადა „ღამის კურიერში“ ეკატერინე ტიკარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.