“გამარჯობა ღმერთო! მე ერთი უცნაური ქვეყნიდან ვარ,
-სადაც პოლიციას კრიმინალური ქვია და ქურდს კანონიერი!
-სადაც გოგოები ჩემპიონთა ლიგაზე გადიან, ბიჭები მასტერ-შეჶს იგებენ!
-სადაც შალვა ნათელაშვილი ყველას უყვარს და ხმას არავინ აძლევს!
-სადაც ყველა სამთავრობო კრიზისი ოპოზიციის ბრალია!
-სადაც გლობალური ურთულესი პანდემიის დროს ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრია.
-სადაც იურისტები ტაქსაობენ და ტაქსისტები მთავრობაში არიან!
-სადაც ბანკირს მევახშეს ეძახიან და მევახშეს ბიზნესმენს!
-სადაც ზაფხულში თოვლი უყვართ და ზამთარში-ზღვა!
ჰოდა ღმერთო! ზოგჯერ მგონია, რომ მოვკვდი და არც სამოთხეში მიმიღე, არც ჯოკოხეთში და ძალიან დიდ გაუგებრობაში დამტოვე აქ! გამარკვიე ერთი გეხვეწები რაა!”
წერს სოციალურ ქსელის მომხმარებელი ლეო ჩერქეზია