“ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბატონი ივანიშვილის მოსაზრებები დღევანდელ პრემიერზე. მას ტელევიზიითაც აქვს ნათქვამი, 2015 წელს, გათავისუფლების დროს პირდაპირ კორუფციაში დასდო ბრალი. ეს უკვე სხვა დონეა მასხრად აგდების, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის, რაც ასევე მისთვის დამახასიათებელი სტილია. ზუსტად იმიტომ არის ის პრემიერი, რომ არაფერს არ წარმოადგენს ივანიშვილისთვის. რამეს რომ წარმოადგენდეს, არ იქნებოდა პრემიერი”.
ამის შესახებ თავდაცის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შაბათის ფორმულას მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის.