„იმედია, არასოდეს არ დადგება დრო , რომ საქართველოსკენ გამოხედვა არ მომინდეს“

„მთელი იმ  წლების განმავლობაში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ძაან ბევრი რაღაც დაგროვდა წყენა, პრობლემები და ლეგიტიმური კრიტიკაც და მეც ვიზიარებ ამას. მამაჩემთან მქონია ამაზე ბევრი საუბარი.  ეს ინტერვიუ რომ ჩაგვეწერა ორი წლის წინ, შეიძლება ამაზე გვესაუბრა დეტალურად და ეხლა რა სიტუაცაა,  ეს კრიტიკა არაა ლეგიტიმური“-ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი და დღეს ქვეყანაში მათი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიასა და მახინჯ ფორმებზე საუბრობს, რაც ხელისუფლების მხრიდანაა მართული:

„ ეს კრიტიკა არის მითვისებული ხელისუფლების მიერ და ისინი ამას იყენებენ საბაბად , რათა განახორციელონ  შემზარავი პოლიტიკური ანგარიშსწორება მამაჩემის წინააღდეგ.

ასეთი სიმახინჯე მართლა არ წარმომედგინა.  როდესდაც  ეს ხდება, უკვე მე ვეღაც ვფიქრობ ობიექტურად, ან ინტერესიც მიქრება ამ კრიტიკის და ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ვხედავ, რომ ეს არის ინსტრუმენტალიზირებული ხელისუფლების მიერ, რომ განახორციელონ ჯერ ამ ერთი ადამიანის  ჩაგვრა და დევნა და ასეევე თვით ლეგიტიმაცია. მთელი იდეოლოგია  არის აგებული ამაზე. რითიც მერე ისინი თავს იმართლებენ, რომ რატომ არიან ესენი  აუცილებელი ხელისუფლებაში. აქ უკვე სხვა რაღაცეები ხდება. თვალს  ვეღარ ვხუჭავ, ვეღარ ვუძლებ.

ფეისბუქზე  ხომ ვარ და კომენტარებს  შევხედავ, რომ დევს სტატია  სათაურით-გიული ალასანია ითხოვს შვილთან შხვედრას  და მერე  კომენტარები რომ  არის-აბა იმ წლებში……და  აბა მაშინ კარგი იყო?  და  ასე.

ორ რაღაცს  აკეთებენ ამით-ერთი, რომ თვითონ აფიქსირებენ, რომ არიან ჰუმანისტები, აუხებთ ჩაგრულის  ბედი, მაგრამ,  სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები არ არიან სრულფასოვანი ადამიანები…

ვხედავ რა უშნო ფორმეს  იღებს ეს უკვე სახელისუფლო პოლიტიკის გამო და ვცდილობ ვიყო დაბალანსებული, რის ფასად ბრაზით, შიშით, უმწეობის განცდით, ხანდახან ზიზღითაც სამწუხაროდ.

იმედია არასოდეს არ დადგება  დრო ,რო საქართველოსკენ გამოხედვა არ მომინდეს. იმედია  არა, იმიტომ, რომ ესენი არ არიან მაგის ღირსები ჩემგან, რომ მაგის გამო გადავიყვარო ქვეყანა, რომელიც მიყვარს.

ეს ქვეყანა სულ უნდაიყოს  ჩემი ცხოვრების  ნაწილი, ბოლომდე. უცებ თუ არ შეიცვალა რაღაცა და რუსეთმა თუ არ შეიერთა და მე მგონია ეს არ მოხდება“-განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში-„შვილი“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share