დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკან მოუხედავად შეასრულა პარტიული დავალება და ვადაგასულ საკრებულოს სასწრაფო წესით მიაღებინა 2022 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვაზეც არანაირი პასუხისმგებლობა 2017 წლის მოწვევის საკრებულოს არ ეკისრება. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება რომლის უკანაც დგას პარტიული ბოსები, ხოლო ადგილებზე უპირობო შემსრულებლები არიან! მთელი ეს მასკარადი და ფეიკსხდომა ემსახურება ერთადერთ რამეს – “გააპრავონ” და ხელი შეუწყონ იმ მუნიციპალიტეტებში წაგებული არჩევნების ლეგიტიმაციას, სადაც უმრავლესობას ვერ უყრიან თავს და სადაც შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნები. ბევრი ვიფიქრე საერთოდ დავსწრებოდი თუ არა იმ მასკარადს, რომელიც დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგა და სადაც იმდენი ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელები ყავდათ მობილიზებული თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა და მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გადაწყვიტე, რომ უნდა მისულიყავი – ეს არის ჩემი ბათუმელი კოლეგის და თანამებრძოლოს ხსოვნის პატივისცემა, რომელიც სწორედ ამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია და რომელსაც არ დასცალდა საკრებულოს პირველ სხდომაზე ეთქვა სიმართლე, თუ რისი კადრება შეუძლია რეჟიმს, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს გრძნობს! დიდება გმირებს პოსტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა წერს.