დღეს, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 13 ტერიტორიულ ერთეულში თავისი წარმომადგენელი დანიშნა, მათ შორის აღსანიშნავია, რომ გურიანთაში, ურეკსა და სოფელ ოზურგეთში თანამდებობები ძველმა გამგებლებმა – შესაბამისად გია ფასიეშვილმა, დავით რობაქიძემ და ბადრი თავდუმაძემ – შეინარჩუნეს.
დანარჩენ 10 ტერიტორიულ ერთეულში კი ახალი წარმომადგტენლები იქნება.
აღსანიშნავია, რომ ამ 10 დან ერთი “კარგად დავიწყებული ძველია”, მერიის თემში გამგებლად გრიგოლ კოსტავა, ერთდროს კოტე შარაშენიძის გუნდის წარმომადგენელი, დაბრუნდა.