წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ზვიადაურის გარდა, თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გაათავისუფლა. მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.