“საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ. მათ შორის სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც. საქართველო შორდება თავის მეგობრებს და ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს, იმიტომ, რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ, “ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს”.
საქართველოს სჭირდება მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ამას “ქართული ოცნება” გააკეთებს, “ნაციონალური მოძრაობა” თუ ვინმე სხვა. საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება”, – ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი.