ჯობია, პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის „ხათრით“ – ხუხაშვილი

”ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის “ხათრით”, რადგან პირველ შემთხვევაში ეს მაქსიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა, მეორე შემთხვევაში კი კორუფცია, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება.

ამ გაგებით, ეს ფაქტი უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ არ უნდოდა რაიმე ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან.

ნუ მეტყვით, რომ რომელიმე მათგანი უარს ეტყოდა მის შვილს ასეთ დაფინანსებაზე…”

წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი, რითაც ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პიჯაკების საქმეზე წაყენებულ ბრალდებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share