ლანჩხუთში სუპერმარკეტ “მაგნიტის” ორ თანამშრომლს კორონავისრუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ადმინისტრაციას თანამშრომლების 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი შესთავაზეს, თუმცა ფილიალმა მუშაობის შეაჩერება არჩია.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
“მაგნიტის” ორი თანამშრომელია ინფიცირებული, ჩვენ ადმინისტრაციას შევთავაზეთ თანამშრომლებისთვის 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი, თუმცა, მათ მუშაობა შეაჩერეს, ალბათ ერთულათ ამდენი საბუთების და ბიუროკრატიული ამბების მოგვარება, პლუს ფინანსური ხარჯი.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
ჩვენ ვესაუბრეთ სუპერმარკეტ “მაგნიტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს სალომე გელაშვილს, რომელმაც გვითხრა რომ, ინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რაც შეეხება მარკეტის მუშაობის შეჩერებას, ეს დროებით მოხდ, რადგან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
“მარკეტის ყველა კონტაქტირებული თანამშრომელი გაიტესტა და გადავიდა თვითიზოლაციაში. ფილიალში მუშაობის შეფერხება კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებამ და ასევე ახალი პროდუქციის მიღებამ გამოიწვია. გურიის რეგიონში, ამ დროისთვის ყველა ჩვენი ფილიალი მუშაობს და ყველგან ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება საქმისწარმოება.”- გვითხრეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ლანჩხუთში 656 კოვიდინფიცირებულია.