მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ჟურნალისტებს წერილობით ატყობინებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.
“ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.
გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”. – წერს მესამე პრეზიდენტი წერილში.
ხვალ, 9 დეკემბერს ჩანიშნულია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო. შეგახსენებთ, რომ ამავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, ხოლო მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.
მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკეა გამოყოფილი.