“რუმინეთში უკვე მოითხოვა ხელისუფლებამ, ტაძარში მხოლოდ მწვანე პასპორტიანები შეუშვითო, კი ხვდებით როგორიც იქნებოდა პატრიარქის პასუხი, მაგრამ დავწერ მაინც…” – მამა ლევანი

მამა ლევანი, რომელიც კასპში მსახურობს, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუმინეთში უკვე მოითხოვა ხელისუფლებამ, ტაძარში მხოლოდ მწვანე პასპორტიანები შეუშვითო. კი ხვდებით როგორიც იქნებოდა ქვეყნის მართლმადიდებელი პატრიარქის პასუხი, მაგრამ დავწერ მაინც, ლამაზად თქვა.

✝️„ისევე როგორც მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში შესასვლელად მოქალაქეებს არ ევალებათ კოვიდპასპორტის წარდგენა, რადგან ისინი მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასევე მორწმუნეთა ფიზიკური მონაწილეობა სატაძრო ღვთისმსახურებაში მათ სულიერად ასაზრდოებს და აჯანსაღებს. ეკლესიაში საზოგადო ლოცვისას მორწმუნეს ურთიერთობა აქვს უფალთან და თავის ახლობლებთან. ერთობლივი ლოცვით უიმედობაში მყოფ ადამიანს ნუგეში და უფალთან ურთიერთობის სიხარული ეძლევა“.

ჩემო მართლმადიდებლებო, იცოდეთ, სანამ იარსებებს დედამიწა, მანამდე დედასავით დაგიცავთ თქვენი ეკლესია. ეხლა სალონებს და დისკოტეკებს ვერ მოგიგვარებთ, მაგრამ ეკლესიაში თავს დაჩაგრულად არავინ იგრძნობთ, მოდი ილოცე წადი. არაფრის შეგეშინდეთ.”

შეგახსენებთ, მამა ლევანი, ცოტა ხნის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა და წერდა:

“რეგულაციების დაცვას აქვს დიდი მნიშვნელობა, აქამდე არ შემხვედრია ვირუსი, ამ ბოლოს ვირუსიანებს ავუგე წესი, იქ არ იცავდნენ რეკომენდაციებს და სავარაუდოდ მათგან დავინფიცირდი. სიმშვიდე მოგმადლოთ მამა ზეციერმა.”

მამა ლევანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share