დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით, ე.წ. ბუსტერ დოზა სასურველია ვაქცინაციიდან 6 თვის შემდგომ გაკეთდეს.
“ზოგიერთ ქვეყანას აღებული ჰქონდა 9-12 თვე იგივე ბუსტერისთვის, ან გადატანის შემდგომი აცრისთვის და ყველამ თითქმის, ეს დაწია 6 თვემდე და დღეს თითქმის საერთაშორისო სტანდარტად დამკვიდრდა, რომ სასურველია “ბუსტერი” გაკეთდეს მინიმუმ 6 თვეზე.
ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ზოგიერთ ვაქცინებზე, სასურველია ეს იყოს 3-6 თვის ფარგლებში, იმიტომ, რომ მე-3 დოზა უფრო მეტ დაცვას იძლევა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.