ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და ტერფის შუა ნაწილში მცირე მოტეხილობა აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, ახლად არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური საფიქსაციო ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.
ფაქტს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.