ვერ მოხდება ასეთი ტიპის შეთანხმება. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ იზამს. მას თუ უნდა, რომ გულწრფელად რაიმე პროცესის მედიატორი გახდეს, ჯერ ის არის გასაკეთებელი, რომ წინა პროცესზე, ნახევრად მედიატორის როლი რომ მოირგო და ისიც რომ გადაახია თავზე ქართულმა ოცნებამ, მას, ჩვენ, ევროკავშირსაც და ამერიკასაც, იმის შეფასება გააკეთოს არადიპლომატიურ ენაზე. ” – ასე გამოეხმაურა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შერიგებაზე.